მუხთარლი – მე მზად ვარ დღეს დავასახელო ყველა მაღალჩინოსანი ვინც მონაწილეობდა საქმეში

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. თუ გენერალური პროკურატურა ამჯერად შეძლებს, რომ შესაბამისი თარჯიმანი ნახოს, ჟურნალისტის გამოკითხვა შედგება.

“მთავარი პრობლემა, რომელიც გუშინ პროკურატურაში შეიქმნა ენას უკავშირდებოდა. მათ ვერ შეძლეს აზერბაიჯანული ენის მცოდნე თარჯიმანით ჩემი უზრუნველყოფა. ძირითადი კითხვები ჩემს გატაცებას უკავშირდებოდა, მაგრამ რასაც გუშინ ვამბობდი ვერ ხდებოდა სწორი თარგმანი. რაც შეეხება საგამოძიებო ექსპერიმენტს. მზად ვარ მივიღო მონაწილეობა და ვაჩვენო ყველა ის ადგილი სადაც მიმდინარეობდა მოქმედებები.

ვფიქრობ, რომ ჩემს გატაცებაზე ბრძანება კვირიკაშვილმა ნამდვილად გასცა, თუმცა ის ვერ იზამდა ამას ივანიშვილის ბრძანების გარეშე. მე მზად ვარ დღეს დაავასახელო ყველა იმ მაღალჩინოსნის გვარი ვინც მონაწილეობდა ჩემს საქმეში, თუმცა სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიების იმედი არ მაქვს”, – თქვა აფგან მუხთარლიმ.

banner
წინა სტატიაშიკელი დეგნანი – 1989 წელი იყო სიმამაცის, მსხვერპლის გაღებისა და თავისუფლებისადმი ერთგულების წელი
შემდეგი სტატიათავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს