მუხთარლი: ივანიშვილს სადამდეც ექნება გავლენა, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები

“ქართულ ოცნებაში” ღირებულებების გარშემო კი არ არიან შემოკრებილნი”, – ამის შესახებ “ფორმულას” ეთერში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი აცხადებს.

მისივე თქმით, მას არ სჯერა აქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების.

“არ მჯერა საქართველოს პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების, რადგან, როდესაც მე გამიტაცეს, მათ შეასრულეს დაკვეთა აზერბაიჯანული ხელისუფლების. პრემიერმინისტრის შეცვლა არსებული ხელისუფლების შეცვლას არ გულისხმობს და შესაბამისად, რჩება ეს პოლიტიკური ძალა, ჩემი გამტაცებელი აქ (ხელისფლებაში). “ქართულ ოცნებაში” ღირებულებების გარშემო კი არ არიან შემოკრებილნი, არამედ, ერთი მილიარდერის გარშემო. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ, რამდენადაც მას (ბიძინა ივანიშვილს) ექნება გავლენა საქართველოზე, ობიექტურ გამოძიებას ვერ ვეღირსები. თუმცა, უნდა ვეცადო”, –

თბილისიდან 2017 წლის მაისში გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში გუშინ, 7 აპრილს, მიმდინარე გამოძიებას ფარგლებში ჩამოვიდა.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად იმერეთში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგერმანიის ზოოპარკიდან ოცამდე მაიმუნი გაიპარა და ქალაქში დასეირნობდნენ