მუხთარლი: “ის დაელაპარაკა კვირიკაშვილს ჩემს მოტაცებაზე…ივანიშვილი თქვენს მთავრობაში არის რუხი კარდინალი”

აფგან მუხთარლი საქართველოდან მის გატაცებასთან დაკავშირებით სკანდალურ დეტალებსზე საუბრობს, როგორც „კურიერთან“ მსჯავრდებულმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა განაცხადა, ის ალიევისა და ივანიშვილის ბიზნესინტერესებს შეეწირა და მისი გატაცება აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და კვირიკაშვილის შეთანხმებით შედგა. გატაცება კი საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ განახორციელა.
„თბილისიდან საქართველოს კრიმინალურმა პოლიციამ გამიტაცა. ამ დანაშაულის უკან საქართველოს პრემიერ-მინისტრი დგას. მოკითხვას გადავცემ ქართველ ხალხს. თითქმის სამი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი თბილისში. ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება. ქართველი ხალხი აღარ მოითმენს კვირიკაშვილის მთავრობას… მან მისცა უფლება, რომ გავეტაცებინე, მას რომ ამის ნებართვა არ გაეცა, არ მომიტაცებდნენ, ეს იყო ალიევსა და კვირიკაშვილს შორის შემდგარი შეთანხმების შედეგი. ვფიქრობ, თავდაპირველად, აზერბაიჯანულ მხარეს სურდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჩემი თავი მისთის კანონიერად გადაეცა, მაგრამ ეს ქართულ მხარეს არ გამოუვიდა, რადგან ჩემი დაპატიმრებისა და დეპორტაციის საფუძველი არ არსებობდა. ამის შემდეგ ჩემი გატაცება მოიფიქრეს. ვწერდი ალიევისა და მისი ოჯახის ბიზნესინტერესებზე სხვადასხვა სფეროში. მას აქვს სასტუმრო თბილისსა და ბათუმში, მიწა გურჯაანში, ფლობს ორ ბანკს – „პაშა ბანკსა“ და აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკს და სხვა ბიზნესებს. ყველაფრის გამოძიება ვერ მოვასწარი, რადგან მომიტაცეს. ვფიქრობ, რომ ახლა მისი ბიზნესპარტნიორი ბიძინა ივანიშვილია. ვფიქრობ, ის დაელაპარაკა კვირიკაშვილს ჩემს მოტაცებაზე, რადგან ახლა ივანიშვილი მხოლოდ ფულზე ფიქრობს, ალბათ, იცოდა, რომ გამიტაცებდნენ. ბიძინა ივანიშვილის თქვენს მთავრობაში არის რუხი კარდინალი, მისი თანხმობის გარეშე ვფიქრობ, კვირიკაშვილი ამას ვერ გააკეთებდა. მე ვუჩივლებ საქართველოს საერთაშორისო სასამართლოში. ვწუხვარ, რომ ამის გაკეთება მიწევს, მაგრამ იძულებული ვარ, ეს გავაკეთო.” – განაცხადა მუხთარლიმ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს
შემდეგი სტატიასასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელად თემურ კეკელიძე დაინიშნა