მუხტარლის მეუღლე ამბობს, რომ აფგანს კოლონიაში არაადამიანურად ექცევიან

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხტარლი კარცერშია და კოლონიაში არაადამიანურად ექცევიან – განაცხადეს ჟურნალისტის მეუღლემ და აქტივისტებმა. მუხტარლი დასჯილია ოპოზიციონერ მემედ იბრაგიმის წინააღმდეგ ახალი ბრალდებების გაპროტესტების გამო. პენიტენციალურ სისტემაში ამ ინფორმაციას უარყოფენ – “კავკაზსკი უზელი” წერს.
აზერბაიჯანულმა სასამართლომ მუხტალს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მას ბრალი ედება საზღვრის უკანანონო გადაკვეთაში, კონტრაბანდასა და მთავრობის წარმომადგენლებისათვის წინააღმდეგობის გაწევაში. 24 აპრილს აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 18 სექტემბერს კი უზენაესმა სასაამრთლომ განაჩენი დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ ჯაფარიძე არის ხელისუფლების მესენჯერი – ელისო კილაძე
შემდეგი სტატიათამრიკო ჭოხონელიძე: აღშფოთებლი ვარ, შეშინებული ვარ ძალიან როგორც ქალი