მუხრან ბურჭულაძე: პუტინის რეჟიმმა და პუტინის ოპოზიციამ გააგდეს საქართველოდან ევროპა და ევროპიდან – საქართველო

“დასავლეთმა კეთილი სურვილებით დაგტოვათ. რეჟიმმა და ოპოზიციამ მათივე რუსი ბელადების მეთაურობით დააყენეს ქვეყანა ყველაზე საშიში საფრთხის წინაშე.
მათ დასცინეს ევროპას, დასცინეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაგცინეს თქვენ – მოქალაქეებს და გააკეთეს ის რაც რგებს მტერს.
(ეს ოფიციალური შტატების და ევროპის კავშირის სიტყვებია)

დღეს საქართველოს, როგორც სუვერენული და დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა, ეჭვქვეშ დგას და უარესი აღარ მოხდება.

ორი მავნებლის გამო ქართველ ხალხს დიდი ხანი მოგვიწევს იმის მტკიცება, რომ რომ დასავლურ ოჯახში ადგილი გვეკუთვნის.

“ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ აიღონ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა, ბრიუსელს ნუღარ შეჰყურებენ”- აი ის რაც მაშინებდა და რის შესახებაც გაფრთხილებდით. როდესაც პუტინის ორი გვარდია იყოფს ქვეყანას, ხალხს ის ვეღარ დარჩება.

წითელი ელიტა უნდა დაემხოს!

თითოეული მოქალაქის ვალია აღუდგეს მავანთა ბოროტმოქმედებას”,-აცხადებს მუხრან ბურჭულაძე.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში 5 აპრილიდან სკოლები სამი კვირით იხურება
შემდეგი სტატიადედა სოსანა: მეუფე სტეფანემ ქუჩაში დამტოვა