მამას და მის “გიჟ” “წვეროსან” მეგობრებს “რადიკალები” და “არაფორმალები” ერქვათ.
უდავოა, წვერი ეროვნულ პროტესტს გამოხატავდა, რადიკალებიც იყვნენ, რადგან მათი მოთხოვნა – თავისუფლება, რადიკალური გახლდათ დაპყრობილ ქვეყანაში დამპყრობელი პარტიისთვის და მთავარი – არაფორმალებიც ნამდვილად იყვნენ, რადგან კანონიერი მხოლოდ კომუნისტური პარტია გახლდათ.
არასოდეს მრცხვენოდა სკოლაში იმის მოსმენა, რომ რადიკალის, წვეროსნისა და არაფორმალი გიჟის შვილი ვიყავი. არ მრცხვენოდა თავისუფლების იდეის მქონე მამის შვილობა.
რადიკალმა და აკრძალულმა გიჟებმა თავისუფლება მოგიტანეს.
რა უქენით იმ მსხვერპლს, რომელიც თავისუფლებამ შეიწირა?
ჩარეცხეთ. და ახლა კვლავ არაფორმალი რადიკალების პოზიციიდან გიწევთ ბრძოლის დაწყება, არა და, როგორ ახლო იყო კეთილდღეობა და ეროვნული დიდება. ესტაფეტას რომ გადმოგცემენ, უნდა მიიღო და ირბინო, სხვანაირად ჩამორჩები, დამარცხდები.
ნება თქვენია,-წერს მუხრან ბურჭულაძე.