მუხრან ბურჭულაძე: მალე ერთად დავიხსნით ამ ანტიქართული კლანებისგან სამშობლოს

ქართველებო ნაბიჯ-ნაბიჯ ველევით სახელმწიფოებრიობას

მსოფლიოს თვალში გაამაიმუნეთ ორივე მხარემ ქვეყანა, ყველას თვალში მოთხარეთ საქართველო, ვინც კი პატივს გვცემდა და ვისაც ვეიმედებოდით.

ყველა გეუბნებოდათ, რომ არ უნდა ახდენდეთ ხალხის ხელოვნურ პოლარიზებას და მათ ნერვებზე თამაშს.

თუ შოუ გსურთ, დადგით საკუთარ სახლში, მაგრამ თქვენ ლაფი დაასხით ქართველებს და კვლავ აგრძელებთ საქართველოს მოთხრას.

ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, თქვენივე რუსული განშტოებებით დაეხსნებით საქართველოს და ამას მალე ნახავთ.

ახლა თუ ვინმეს ჭკუა აქვს ხელისუფლებასა და ოპოზიციაში, უნდა დაჰყვნენ ხალხის ნებას და შეეშვან ქვეყნის გამასხარავებას.

არჩევნები აუცილებლად ჩატარდება, მას ჩაატარებს ქართველი ხალხი, მაგრამ არა თქვენ, არა «Поклонная гора»-ზე ან ჭორვილაში, არა იმისთვის, რომ ქვეყნის მტერმა რეჟიმმა და ოპოზიციად ხსენებულმა კლანმა ძიძგნოთ საქართველო.

მათ ერთობლივად შელახეს დღეს ქართველი ხალხის ღირსება და ჩვენ კეთილისმსურველებს აჩვენეს ველური საქართველო.

საქართველოს ღირსება და მომავალი არ გადის ღარიბაშვილსა და ბურჯანაძეზე, ისინი არიან ჩვენი თავისუფლების მტრები.

დღეს ბოლშევიკებსაც და მენშევიკებსაც პასუხი გაგცათ ხალხმა და მსოფლიომ, სულ მალე დასრულდება თქვენი ბოგინი ქართულ მიწაზე.

ახლა ჩვენი ვალია უნებურად არ შევუწყოთ ხელი მათი ერთობლივი მზაკვრული გეგმის განხორციელებას. ჩვენ არ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება.

მალე ერთად დავიხსნით ამ ანტიქართული კლანებისგან სამშობლოს!-აცხადებს მუხრან ბუჭულაძე.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტი: “დღეს საქართველოთი ვიწყებთ”
შემდეგი სტატიაშატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს