მუხრან ბურჭულაძე: ელისაშვილი იყო უპრინციპობის მაგალითი თუ როგორია ხალხის ღალატის ფასი

“დღეს ელისაშვილი იყო უპრინციპობის მაგალითი, მაგალითი იმისა, თუ როგორია ხალხის ღალატის ფასი. ამ უბადრუკმა გამახსენა 2016 წლის ნაციონალური მოძრაობა და მისი “ტრიუკი” – ევროპული საქართველო.
2016 წელს ოპოზიციამ მიიღო გაყალბებული არჩევნების შედეგები, ზურგი აქცია ხალხს და საკუთარი უპრინციპობით გახდა ყალბი ოპოზიცია. არც ეს იკმარა და 2021 წლამდე აღიარა ივანიშვილის გაყალბებული ყველა არჩევნები, ადგილობრივის და საპრეზიდენტოს ჩათვლით.

2016-2020 წლების სამართლებრივ-პოლიტიკური შედეგი ერთია, უცვლელია უპრინციპო ოპოზიციონერთა ზნეობრივი მდგომარეობაც.

ბურჯანაძის “მონოლითურ” ოპოზიციას არ აქვს ელისაშვილის კრიტიკის სამართლებრივი ან პოლიტიკური უფლება, ზნეობაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია.
ღალატი არის ღალატი და მეძავის მდგომარეობას არ ცვლის სიძვის დამკვეთის რაოდენობა.

ერთიანი ოპოზიცია და ივანიშვილის დაჯგუფება არის კოლექტიური ელისაშვილი, უფრო საზიზღარი, ვიდრე საცოდავი.

ხალხს აქვს ძალიან კარგი ანალიზის უნარი, სწორი პოზიცია და პასუხიც გაგცათ, როდესაც ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა უარი თქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.
ელოდეთ რისხვას-აცხადებს “ლიბერალ დემოკრატების” ლიდერი მუხრან ბურჭულაძე.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა: ყოფილმა გირჩმა აწ უკვე ქლიავების პარტიამ ოცნებას მოუწოდა არ ეყარა კენჭი უფლებამოსილების შეწყვეტისთვის
შემდეგი სტატიაენტონი ბლინკენი – მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ალექსეი ნავალნი