მუხრან ბურჭულაძე: ელჩები აღმოჩნდნენ გაუგებარ, უფუნქციო მდგომარეობაში და სიკეთე ჩაეთვალათ მავნებლობად

გარდაბანში ჩატარებულ არჩევნებს

გარდაბანში ჩატარებულ არჩევნებს "ლიბერალ დემოკრატების" ლიდერი მუხრან ბურჭულაძე ეხმაურებაგაუგებრობას პოლიტიკაში აქვს ადგილი, მაგრამ ეს გაუგებრობა ძალით არ უნდა შექმნა. ელჩები არ არიან ვალდებული, რომ მომრიგებლის როლი ითამაშონ და ეს მათ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ ქართულმა ოპოზიციამ ხელოვნურად შექმნა გაუგებრობა.
ოპოზიციამ ვერ თქვა რა სურს, პარლამენტში შესვლა რაღაცის ფასად თუ ხელახალი არჩევნები, ამიტომ ოპოზიციის მესიჯი არის გაუგებარი. ერთი მხრივ ამბობ, რომ არჩევნები გაყალბდა და არ შედიხარ, მაგრამ მართავ გაუგებარ რაუნდებს. რისთვის?
ეს არის ოპოზიციური კონგლომერატის სიცრუე ან უცოდინრობა.
როდესაც არჩევნები ყალბდება, მოთხოვნა რჩება ცალსახად ახალი არჩევნები. ასე რომ ესაუბრა ბურჯანაძის ოპოზიციას, ელჩებისთვის გასაგები იქნებოდა და ერთმნიშვნელოვანი. ჩამოუყალიბებელი და მოსყიდული ოპოზიციური კონგლომერატის დამსახურებით, პარტნიორი ქვეყნების ელჩები აღმოჩნდნენ გაუგებარ, უფუნქციო მდგომარეობაში და სიკეთე ჩაეთვალათ მავნებლობად.
რაც გავრილოვს მაშდამეევროპიელი ოპოზიციისგან გინება დააკლდა, უხვად ერგო მოკავშირე დიპლომატებს.

გასაგებად ვეტყვი ჩვენ მოკავშირეებს, რომ ქართველი საზოგადოების მოთხოვნა არის ერთმნიშვნელოვნად ხელახალი არჩევნები და თუ მაგიდასთან რეალური ოპოზიცია დავსხდებით სასაუბროდ, მოლაპარაკების საკითხი იქნება ერთი – არჩევნების თარიღი და ცესკოს შემადგენლობა.

 

მუხრან ბურჭულაძე

banner
წინა სტატიაშიჩამოინგრა სლესის ისტორიული ციხის გოდოლი სამცხეში!
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: გული მომიკვდა, ტყუილის ტირაჟირებისთვის ბავშვი რატომ-თქო?