მუხრან ბურჭულაძე: დავტოვოთ სახელისუფლებო და ოპოზიციური თაღლითები მარტო

ბურჭულაძე მუხრან

“საქართველოს პარლამენტში და მის გარეთ გაერთიანებულ თაღლითებში სხედან ქურდები, რომელთაც მოპარული მანდატებით სურთ გაგაკოტრონ”, – ამის შესახებ პარტია “ლიბერალ-დემოკრატების” ლიდერი მუხრან ბურჭულაძე აცხადებს.

მისი თქმით, ლიბერალ დემოკრატები და რეფორმატორები, არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში.

“ჩვენი ბლოკი ლიბერალ დემოკრატები და რეფორმატორები, არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, რადგან საქართველოში დემოკრატიის ასეთი ინსტიტუტი არ არსებობს და ეს იქნებოდა მოქალაქეების მოტყუება.

ჩვენ გადავლახეთ ბარიერი 2020 წლის არჩევნებში მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ მქონდა უფლება ადგილზე მიმეღო მონაწილეობა პროცესში. რეჟიმმა და ოპოზიციამ დაგვიკეტა მედიის კარი, ამ სიტყვის სრული გაგებით და მიუხედავად დაბრკოლებებისა, ამომრჩეველთა 6%-მა გამოგვიცხადა ნდობა.

მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს, ვინც გვენდო და მათთან ერთად ვწუხვარ, რომ ჩვენთვის მონიჭებული მანდატები ქურდებს უპყრიათ ხელთ, რომ ხელისუფლება უზურპირებულია და საქართველო ადგას რუსიფიკაციის – დესუვერენიზაციის გზას.

საქართველოს პარლამენტში და მის გარეთ გაერთიანებულ თაღლითებში სხედან ქურდები, რომელთაც მოპარული მანდატებით სურთ გაგაკოტრონ.

ჩვენ ვუცხადებთ ბოიკოტს არჩევნებს და არ ვაპირებთ დამნაშავეებთან კონკურენციას, რადგან დამნაშავეს არ ეჯიბრებიან, მას სჯიან დანაშაულისთვის.

ჩვენი ორგანიზაციები უცხადებენ ბოიკოტს ადგილობრივ არჩევნებს და ამის მიზეზი მოქალაქეებისთვის ნათელია.

იმედი გვაქვს, რომ აღმოჩნდებიან ორგანიზაციები, ვინც შემოუერთდება ბოიკოტს და არ შევა ანტიქართულ-ანტიდემოკრატიულ თამაშში.

დავტოვოთ სახელისუფლებო და ოპოზიციური თაღლითები მარტო და ვაჩვენოთ, თუ რა ღირებულებებისკენ ისწრაფვის საქართველო”, – აცხადებს ბურჭულაძე.

banner
წინა სტატიაშიჯაფარიძე: ლევან ვასაძეს ვუსმენ ხოლმე, მაინტერესებს და ვერთობი კიდეც
შემდეგი სტატიაორბანის პარტიის დეპუტატი პარლამენტში კორონავირუსით გამოცხადდა