მუხრან ბურჭულაძე: ჩავატაროთ ალტერნატიული არჩევნები

გარდაბანში ჩატარებულ არჩევნებს

ქართველებო ნაბიჯ-ნაბიჯ ველევით სახელმწიფოებრიობასერთი მუჭა ბანდა თავს ოპოზიციად ასაღებს და პარალელურად ოლიგარქის ტერმინით “ბარიერგადალახულად” მოიხსენიებს.
ბარიერი რომ გადავლახეთ და ახლა კანონიერი ხელისუფლების ნაწილი ვართ, იმიტომ ვართ ქუჩაში და არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კრიმინალებთან. სახეზე გვაქვს სახელმწიფო გადატრიალება – პუტჩი ქვემეხების გარეშე.
არჩევნების გაყალბება არის დანაშაული, ხოლო დამნაშავესთან მოლაპარაკება, რასაც ოპოზიცია იხვეწება – ამ დანაშაულში თანამონაწილეობა.
ოპოზიციად წოდებული კრიმინალები არ მიიჩნევენ არჩევნებს გაყალბებულად და სურთ უკანონო ლუკმა, ესაა და ეს.
ადგილობრივი არჩევნები წარიმართება ახალი პრინციპით, ვინ მიიღებს სიყალბეში მონაწილეობას და ვინ – არა, ვინ აღიარებს უკანონო არჩევნებს და ვინ ირჩევს თავისუფლებას, ვის სურს უყუროს მომავალი 30 წელი ავაზაკებს, მათი შვილების თარეშს, პუტჩისტების პარპაშს და ვის – არა.
აი ასეთი დემოკრატიული და მშვიდობიანი გზით ჩატარდება სახალხო არჩევნები – რეფერენდუმი, რომლის შედეგსაც, მერწმუნეთ აღიარებს ცივილიზებული სამყარო.
ყველა, ვინც არ მივა ადგილობრივ არჩევნებზე, იქნება თავისუფლების მხარეს, ეს იქნება მათი არჩევანი და ეს ნაწილი იქნება მოსახლეობის უმრავლესობა, რომელიც შეცვლის კრიმინალების სისტემას და გააგრძელებს ქვეყნის მართვას-აცხადებს “ლიბერალ დემოკრატების” ლიდერი მუხრან ბურჭულაძე.

banner
წინა სტატიაშიროგორი იყო გიორგი გახარია ბავშვობაში
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეასრულონ ვალდებულებები და აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები