მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი მოეწყო

გლდანის რაიონის გამგეობამ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ამჯერად, გზის მოწესრიგების სამუშაოები მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე დაასრულა.

გასულ წელს, ვაშაკიძის ქუჩაზე გამგეობის მიერ წყალარინების ქსელი მოეწყო, ახლა კი, ასფალტის საფარი დაიგო. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა.

სამუშაოების შედეგად, 4 650 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე განხორციელდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 248 396 ლარი დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტი „მობილური იუსტიციის სახლი“ დღეს საპილოტე რეჟიმში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის ადმინისტრაციულ ერთეულში ასრულებს სამუშაოს
შემდეგი სტატიაგეგუთის ციხეში კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევები აღმოფხვრილია