მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება

gulis eleqsiri

მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება სრულდება. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა.

გასულ წელს გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ვაშაკიძის ქუჩაზე წყალარინების ქსელი მოეწყო, ამჟამად კი, დაახლოებით, 4 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო.

„გლდანის რაიონს კიდევ ერთი მოწესრიგებული ქუჩა შეემატა. ამჯერად, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მუხიანში, ვაშაკიძის ქუჩაზე სრულდება, სადაც აქამდე გრუნტის გზა იყო. პროექტის დასრულების შემდეგ კი მოსახლეობას შეეძლება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლობს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ქუჩის მცხოვრებლებს ასფალტის საფარის დაგებამდე, წყალარინების ქსელის პრობლემაც მოვუგვარეთ. გლდანის გამგეობა, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მომავალშიც განაგრძობს და კიდევ არაერთ ქუჩას მოვაწესრიგებთ“, – განაცხადა ლევან ნაროუშვილმა.

აღნიშნული საგზაო სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 300 000 ლარამდე დაიხარჯება.

წინა სტატიაშიამ გლისტას დაავიწყდა რისთვის გააგდეს პრემიერობიდან… ე ტუტუც! – უგულავას პასუხი ღარიბაშვილს
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ჩვენი მიზანია ქართული თევზჭერა სრულად ქართული ფლოტით ხორციელდებოდეს და თანამედროვე თევზსაჭერმა ბაზამ ხელი შეუწყოს ფოთის ეკონომიკურ განვითარებას