მუხიანში, ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მუხიანში, ლაგურაშვილის N3-5 კორპუსებთან სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 1 100 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

„ტერიტორიაზე განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, განთავსდება ფიტნეს ზონა, დაირგვება 150-მდე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 420 834 ლარი არის გათვალისწინებული.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების წესთან დაკავშირებით ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
შემდეგი სტატიაუკრაინამ ევროკავშირისგან 1.9 მილიარდი ევრო მიიღო