მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონში კალათბურთის მოედანი ეწყობა

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.

ახალი კალათბურთის მოედანი ამჯერად, მუხიანის 4ა მიკრორაიონს შეემატება. N11-13-14 კორპუსებთან სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 264 კვ. მეტრ ფართობზე სპეციალურ საფარიანი კალათბურთის მოედანი მოეწყობა. სამუშაოებისთვის დაახლოებით, 100 000 ლარამდე დაიხარჯება.

სპორტული მოედნის მოწყობის პროცესს გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიირპინი და ბუჩა რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოდ იქცნენ – შოლცი
შემდეგი სტატიაბაყაყების, ღვიძლის ძეხვისა და სპაგეტის მოყვარულები – მედვედევი კიევში ევროპელი ლიდერების ვიზიტზე