მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყო

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ა მიკრორაიონის N3 კორპუსის მიმდებარედ მცირე ზომის სკვერი მოეწყო.

აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა შემოღობილი ტერიტორიის დემონტაჟი, დასუფთავდა და მცირე სკვერი გაკეთდა.

სამუშაოების შედეგად, განთავსდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები, სკამები და ნაგვის ურნები. ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიღობა და მოხდა მიწის შეტანა. ამასთან, მოეწყო ბილიკები და გრუნტის დამჭერი კედელი, რომელიც მოიხატა.

სამუშაოები, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ექსი მეიდმა“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 45 623 ლარი დაიხარჯა.

2020 წელს რაიონში მცირე ზომის სკვერების მოწყობა ჯამში, 18 მისამართზე განხორციელდა.

banner
წინა სტატიაშიუგულავა ხოშტარიას წასვლაზე: ადამიანს უნდა, რომ იყოს და იბრძოლოს მარტო
შემდეგი სტატიავაშაძე ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებაზე – ყველა პოლიტიკოსს ვაფრთხილებ, ლექსიკა გაისწორეთ