მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსგანაგრძობს. ამჯერად, გზის მოწესრიგება მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე სრულდება. გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 350 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გზის საფარის დაგება კი, 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე მიმდინარეობს.

სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 273 370 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი მოადგილესთან ერთად გაეცნო.

 

 

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიუსაფრთხოების სამსახური “შპს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში” შევიდა
შემდეგი სტატიადეკანოიძე მოლდოვის პრეზიდენტზე: იმედია, ღარიბაშვილი უსმენდა