მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, გზის რეაბილიტაცია რამდენიმე მისამართზე დასრულდა. მათ შორის, მუხიანი 2-ში, ხანძთის ქუჩაზე.

აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. გამგეობის კონტრაქტორი კომპანიის მიერ, 350 გრძივ მეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი და ბორდიური. გაკეთდა საფეხმავლო ბილიკი და ასფალტის საფარი 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე დაიგო.

ხანძთის ქუჩაზე ჩატარებული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 251 705 ლარი დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშიმედიის ცნობით, ამერიკული სამხედრო თვითმფრინავით ქაბულიდან 640 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
შემდეგი სტატია“მივდივარ რუსთავი 2”-დან, რადგან ვეღარ ვხედავ ჩემს თავს ამ არხზე – თეონა ცხომელიძე