მუხათწყაროს მიმდებარედ 110 ძირი ხის მოჭრა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – ბითაძე

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 22, 2018 12:53

მუხათწყაროს მიმდებარედ 110 ძირი ხის მოჭრა დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – ბითაძე

სოფელ მუხათწყაროს მიმდებარედ, 110 ძირი ხის მოჭრა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„უკანონო ჭრებთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გამოვლინდა გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მუნიციპალიტეტის მიერ, მიმდინარეობს შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოება. სავარაუდოდ, საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, როგორც იცით, კომპანიის მიერ უკანონოდ გაიჩეხა 110 ძირი ჯანსაღი ხე. გარემოს დაცვის სამინისტრომ მოახდინა რეაგირება და მასალები გადაიგზავნება შესაბამის ორგანოებში.
რაც შეეხება ზოგადად, ელექტროგადამცემ ხაზებს და მათი უსაფრთხოდ ფუნქციონირების საკითხს, ჩვენი კანონმდებლობით, ასევე ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, ელექტროგადამცემი ხაზის ქვემოთ, ასევე მიმდებარე ზონაში არ უნდა იყოს ნარგავები, რადგანაც ნარგავებმა ამ ხაზების უსაფრთხოდ ფუნქციონირებას ხელი არ უნდა შეუშალოს. შესაბამისად, ელექტროგადამცემი ხაზების ქვემოთ სანიტარული ჭრები მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით. თუმცა, ფაქტი, რომელიც გუშინ დაფიქსირდა და გაჩეხა 101 ძირი ფიჭვი და სხვა ჯიშის ხეები, არანაირი კავშირი არ ჰქონდა ელექტროგადამცემი ხაზების უსაფრთხო ფუნქციონირებასთან, სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება. ძალიან სამწუხაროა, რომ მოხდა ჩეხვა იმ ადგილას, სადაც საერთოდ არ უნდა მომხდარიყო ჭრა, რადგანაც საქმე შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები გარემოს დაცვის სამინისტრომ სამართალდამცავ უწყებას გადაუგზავნა“, – განაცხადა ბითაძემ.
შეგახსენებთ, რომ მუხათწყაროს მიმდებარედ, ხეების მოჭრასთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გაავრცელა “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამაც”

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 22, 2018 12:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics