მუამარ კადაფის ვაჟი სიკვდილით დასჯას გადაურჩა და თავისუფლებაზე გამოვიდა

მუამარ კადაფის ვაჟი სიკვდილით დასჯას გადაურჩა და თავისუფლებაზე გამოვიდა

2სეიფ-ალ-ისლამ-კადაფი, რომელიც გარდაცვლილი ლიბიელი ლიდერის, მუამარ კადაფის ვაჟია, ციხიდან ამნისტიით გამოვიდა – ამის შესახებ მისმა ადვოკატებმა ტელეარხ France 24-ზე გაავრცელეს.
კადაფის ადვოკატებმა თქვეს, რომ მან გამოიყენა კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც “ყველა ლიბიელზე ვრცელდება გამონაკლისის გარეშე”. ასევე, იურისტების ჯგუფმა ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამარლის სასამართლოს მიმართა. მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს, ლიბიაში მისჯილი ჰქონდა სიკვდილი და რომ ერთიდაიმავე დანაშაულისათვის არ შეიძლება ორჯერ მისჯოდა.
საიფ კადაფს გასული წლის ივნისში ტრიპოლის სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა, სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო ამბოხების სასტიკად გასწორებაში, რომელმაც 2011 წელს მამამისის მმართველობას მოუღო ბოლო.
მას ბრალი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ წაუყენა.

banner
წინა სტატიაშისტამბოლის ტერაქტზე დაკავებულთა შორის გუანტანამოს ყოფილი პატიმარია
შემდეგი სტატიაფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ჰილარი კლინტონის მიმოწერასთან დაკავშირებით დაიბარეს