მუამარ კადაფის შვილს ლიბანში აპატიმრებენ…

ლიბიის ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის გადარჩენილ ერთადერთ ვაჟს, ჰანიბალ კადაფის ლიბანში აპატიმრებენ…

BBS-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კადაფის შვილზე ლიბანის სასამართლომ, 37 წლის უკან ლიბანური შიიტური ლიდერის, მუსა სადრის ლიბიაში გაუჩინარების საქმეში ინფრომაციის დაფარვის გამო, დაპატიმრების ორდერი გასცა…

აღსანიშნავია, რომ მუსა სადრი ლიბანის შიიტების უმაღლესი სასულიერო პირი და მე-20-ე საუკუნის უდიდესი ღვთისმეტყველი იყო… 1978 წელს სადრი და კიდევ 2 ლიბანელი სასულიერო პირი ლიბიაში ვიზიტის დროს გაურვეველ ვითარებაში გაუჩინარდნენ. თავად იმ დროინდელი მმართველი მუამარ კადაფი ამ ფაქტთან კავშირს უარუოფდა, თუმცა იმ დროს ბევრი თვლიდა, რომ სასულიერო პირების დახოცვისა და გადამალვის ბრძანება, სწორედ კადაფიმ გასცა.

რაც შეეხება მუამარ კადაფის შვილს, ჰანიბალს, ის ბიზნესმენია და მამის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მეუღლესთან ალინა სკეფთან ერთად ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა, ხოლო მამის  დამხობის შემდეგ, თავის დასთან ერთად, ალჟირსა და ომანს აფარებდა თავს… ომანმა მას პოლიტიკური თავშესაფარიც კი მისცა, ამიტომ უცნობია როგორ მოხვდა ის ლიბანში… სადაც ერთი კვირით ადრე, უცნობმა პირებმა გაიტაცეს და მისი განთავისუფლება ქალაქ ბაალბეკში, რამდენიმე საათში მოხდა… არ გამორიცხავენ, რომ ჰანიბალი მეუღლის, რომელიც ლიბანელია, ნათესავებმა ჩაიყვანეს  ამ ქვეყანაში. გატაცებიდან დახსნის შემდეგ, ჰანიბალი ლიბანური ტელევიზიით გამოვიდა და მოუწოდა ყველას, ვინც რამე იცოდა მუსა სადრის გაუჩინარებაზე, განეცხადებინათ ამის შესახებ… ამ ამბიდან რამდენიმე დღეში კი, ლიბანური სასამართლო თავად ადანაშაულებს მას ინფორმაციის დამალვაში.

აღსანიშნავია, რომ ჰანიბალ კადაფი 40 წლისაა და ლიბანელი შიიტი ლიდერის ლიბიაში გაუჩინარების დროს სულ რაღაც 3 წლის იყო.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშითემო მურვანიძე ცილისწამებისა და ბრალდებებისთვის კანონის გამკაცრებას ითხოვს
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი და მარინ ლე პენი: მთავარი ციტატები