მწვერვალ შხარასთან სნოუბორდით სრიალის დროს 17 წლის მოზარდი დაშავდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოში, მწვერვალ შხარასთან 17 წლის მოზარდი ​სნოუბორდით სრიალის დროს დაშავდა და გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებული მესტიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიკირკიტაძის პატიმრობაში დატოვებით ხელისუფლება ოპონენტებს პოლიტიკურ დევნაზე საუბრის საფუძველს უქმნის
შემდეგი სტატია“როგორ შეიძლება, უთანხმოება მქონდეს პრეზიდენტთან” – ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილთან დაპირისპირებას უარყოფს