მწვავე კამათი “სახალხო პარტიის” შეკრებაზე – მელია პოროშენკოს დაუპირისპირდა

რიუსელში, “ევროპის სახალხო პარტიის” (EPP) შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთ ლიდერმა, ნიკა მელიამ და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მწვავედ იკამათეს.
კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც შეხვედრაზე უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების

შეხვედრის მიმდინარეობისას ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილე ქართველი მეომერების და ჟურნალისტის დეპორტაციის გამო მელია პოროშენკოს ღიად დაუპირისპირდა. რაზეც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ “საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეები კანონიერი ქურდები იყვნენ”.

“დავუშვათ, რომ ეს მართალია და მოხდა კრიმინალური ავტორიტეტების დეპორტაცია, მათ შორის ჟურნალისტის. მათი ცემა და თავზე ტომრის ჩამოცმა ყველა ევროპულ ნორმას ეწინააღდეგება. თუ მათ რამე ჩაიდინეს უკრაინაში, ისინი უკრაინული კანონმდებლობით უნდა გასამართლდნენ” – მიმართა მელიამ პოროშენკოს.

“სახალხო პარტიის” შეკერებაზე განვითარებულ მოვლენებს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ოდესის ყოფილიგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილიც ეხმიანება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აღნიშნავს,რომ სახალხო პარტიის შეკრებაზე “ბატკივშინას” ლიდერმა იულია ტიმოშენკომ პოროშენკო მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ სახლახო პარტიის საბჭოს წევრი სააკაშვილი ვერ ესწრება, რადგან უკრაინის ხელისუფლებამ მას მოქალაქეობა ჩამოართვა.

საკაშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა პოროშენკომ სპეციალურად დაუკავშირა ქართველი ოფიცერები კრიმინალურ ავტორიტეტებს, რათა ჩრდილი მიადგეს ოფიცრების სახელს და ამით გაადაფაროს ჟურნალისტისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება.

banner
წინა სტატიაშიამორტიზებულია მთელი სადარბაზო და საშიშია ცხოვრება – სპეცოპერაციისას დაზარალებული
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი: პირველი საჯარო მილოცვა პატრიარქის მოსაყდრეს