მწვავე და უტიფარი ტყუილი – ენმ მდინარაძის ბრალდებებს პასუხობს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით “ქართული ოცნების” ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრალდებებს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” პასუხობენ და ამბობენ, რომ მდინარაძემ გადაცემაში მოიტყუა.

“მთავარ არხთან” ინტერვიუს დროს, მან თქვა, რომ ენმ-მ აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს რეზოლუციის იმ დოკუმენტს მოაწერა ხელი, რომელიც საომარ მოქმედებებში ქართულ მხარეს ადანაშაულებს. ამას გარდა, მდინარაძემ “ნაციონალური მოძრაობა” ომის მტკიცებულებების გაქრობაში დაადანაშაულა.

ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ დოკუმენტში სადაო პუნქტები იყო, თუმცა ის იყო დოკუმენტი, რომელშიც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, რუსეთის მხრიდან ოკუპაცია პირველად იყო ნახსენები.

დეკანოიძე მტკიცებულებების გაქრობის საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ისკანდერის მტკიცებულებებზე, მათ პარტნიორებს ინფორმაცია ექსპერტიზისთვის 2008 წელსვე გადასცეს და ეს მმართველი გუნდის წევრებისთვის ისედაც ცნობილი იყო.

“რა თქმა უნდა, იქ სადაო პუნქტებია, მაგრამ პირველად მოხსენიებულია რუსეთის ოკუპაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით.

ისკანდერზეც უნდა ვთქვა – ძალიან მწვავე და უტიფარი ტყუილი ბრძანა ბატონმა მდინარაძემ, რომ დამალესო. არა – ჩვენ 2008 წელსვე ჩვენს პარტნიორებს გადავეცით, იმისთვის რომ ექსპერტიზა ჩატარებულიყო, რომ ნამდვილად ეს რუსეთი მიერ გამოყენებული უმძიმესი ლეტალური იარაღი იყო. ეს იყო იმ ადგილას, რომელიც ძალიან კარგად იცოდა ქართულმა ოცნებამ, შემდეგ უკვე მტკიცებულებებისთვის დასჭირდათ და გააგზავნეს. ეს არის სრული მტკნარი ტყუილი, არავის არაფერი დაუმალავს, უფრო მეტიც ჩვენ 2008 წელსვე ჩვენი პარტნიორები საქმის კურსში ჩავაყენეთ”,- თქვა ხატია დეკანოძემ.

banner
წინა სტატიაშიანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიანაცვლიშვილი კახა კუჭავას – გთხოვთ პირად კონტროლზე აიყვანოთ საკითხი, რომ სწრაფად გვქონდეს პასუხები ვაქცინაციის გეგმასთან დაკავშირებით