10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

მწვანილის ექსპორტის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

მწვანილის ექსპორტის ღირებულება 22%-ით, ხოლო რაოდენობა 15%-ით გაიზარდა,_ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

“მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 1.1 მლნ აშშ დოლარის 503 ტონა მწვანილი. წინა წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ექსპორტირებული მწვანილის ღირებულება 22%-ით, ხოლო რაოდენობა 15%-ით გაიზარდა. 

მწვანილის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია: უკრაინა, მოლდოვა, რუმინეთი, რუსეთი, ბულგარეთი და სხვა. ამასთან, მზარდია მწვანილის საექსპორტო ფასი. 2025 წელს კილოგრამი მწვანილის საექსპორტო ფასმა 2.12 $-ს მიაღწია”,_ აცხადებს სამინისტრო.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის ალიანსი: ახლა წყდება, “ფარდის” რომელ მხარეს იცხოვრებენ ჩვენი შვილები და შვილიშვილები
შემდეგი სტატიაგორდულაძე გიორგი კანდელაკზე: ის არის ჭანჭიკი, მრავალ აკაცუკთაგან ერთ-ერთი