“მწვანე კორიდორი” რუსი ჰაკერებისთვის – საქართველოდან განხორციელებული კიბერ თავდასხმა ბრიტანეთზე

ჰამერსმიტის კვლევითი ინსტიტუტი ადასტურებს, რომ პირადი ინფორმაციები, მათ შორის პირადობის მოწმობები, სავიზო დოკუმენტაცია და სამედიცინო ისტორიები 14 მარტს ჰაკერულმა დაჯგუფებამ მოიპარა.

5 მაისს ბრიტანეთის და აშშ-ს მთავრობებმა წერილი გაავრცელეს, სადაც ჯანდაცვის სექტორზე კიბერ თავდასხმის საფრთხეზეა საუბარი

საქართველოში კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტები ამბობენ, რომ მათ მანამდეც ჰქონდათ ინფორმაცია რომ რუსეთის ჰაკერული ჯგუფები მოქმედებენ სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში. მათი თქმით ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები სათანადოდ არ მუშაობენ

უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ სახელმწიფოს იმიტომ რომ ვალდებულება აქვს უსაფრთხოების სამსახურებს. ვისაც რაღაც ინფორმაცია ჰქონდა, უნდა ვითანამშრომლოთ და საქმის კურსში ჩავაყენოთ სახელმწიფო, თუმცა უფრო რეაქტიული ქმედებებია საჭირო სახელმწიფოსგან – ამბობს საქართველოს ინფორმაციული უსაფრთხოების ასოციაციის დირექტორი გიორგი იაშვილი.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კი ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებს. თინა ხიდაშელის თქმით, რუსი ჰაკერებისთვის საქართველო “მწვანე კორიდორი” გახდა და ამის პირობები სწორედ საქართველოს ხელისუფლებამ შეუქმნა კრემლს:

ის, რომ რუსი ჰაკერებისთვის საქართველო უსაფრთხო ტერიტორია გახდა, იმის დამსახურებაა როგორც ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები იქცეოდნენ 4-5 წლის განმავლობაში” ამბობს ხიდაშელი.

ოპოზიციის შეფასებით, საქმე გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კრახთან. მათი თქმით, კატასტროფაა ისიც, თუ საქართველოს ხელისუფლების ნებართვით მოხდა ჰაკერული თავდასხმა ბრიტანეთზე, და ისიც, თუ არაფერი იცოდა მან ამის შესახებ.

გამოცემა “დეილი მელის” ინფორმაციით, კრემლთან დაკავშირებული ჰაკერები საქართველოდან მოქმედებენ.

საგამოძიებო სტატიაში ნათქვამია, რომ ჰაკერებმა დიდი ბრიტანეთის ლაბორატორიიდან, სადაც კოვიდ-19-ზე სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობდა, სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაციები მოიპარეს, მათ შორის პირადი ინფორმაციაც.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კრემლთან დაახლოებული ჰაკერული დაჯგუფება მოქმედებს – Daily Mail – ის სკანდალური გამოძიება
შემდეგი სტატიადეკანოიძე ბრიტანეთზე კიბერ-შეტევაზე: საქართველოს ხელისუფლების კრემლთან კავშირს ადასტურებს