მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმა იყიდა

მწვანე კონცხზე მიწა ბერა ივანიშვილმა იყიდა. ინფორმაციას  “ბათუმელები” ავრცელებს. გამოცემა ასევე წერს, რომ მწვანე კონცხის ტერიტორიაზე, რომელიც აჭარის მთავრობამ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილს კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა, ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის შენობა აღარ დგას. გამოცემის ცნობით, დაინგრევა უნივერსიტეტის ყოფილი საერთო საცხოვრებლის მრავალსართულიანი შენობაც.

ეს შენობები და მიწის ნაკვეთები აქ აჭარის მთავრობამ „ბიზნეს დეველოპმენტს“ მიჰყიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. აქვე 6003 კვ/მ ტერიტორია, რომელიც საერთო საცხოვრებელს ესაზღვრება, სახელმწიფომ აჭარას გადასცა საკუთრებაში. ამ ნაკვეთის შეძენითაც „ბიზნეს დეველოპმენტია“ დაინტერესებული. მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთი იყიდა შპს „ურეკი რეზიდენსმაც“, რომლის 100% წილის მფლობელი ბერა ივანიშვილია.

„ბიზნეს დეველოპმენტმა“ ამ დროისთვის, მთლიანობაში, მწვანე კონცხზე სახელმწიფოსგან 48 047 კვ/მ მიწის ფართობი შეისყიდა და აპირებს იყიდოს 7 294 კვ/მ მიწის ნაკვეთიც, რაზედაც სახელმწიფო, ფაქტობრივად, თანახმაა. „ბიზნეს დეველოპმენტს“ ასევე სურს 49 წლით უსასყიდლოდ მიიღოს მწვანე კონცხის პლაჟი, ფართობით – 6346 კვ/მ.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს
შემდეგი სტატიასპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცავებმა ერთ-ერთი დაკავებულის ბინიდან ნივთმტკიცებები ამოიღეს