„მწვანე ალტერნატივა“ აბუნტებს გარკვეულ ადამიანებს – კახა კალაძე ფასანაურში მოსახლეობის პროტესტზე

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფასანაურში, მოსახლეობის პროტესტს ეხმაურება. მისი განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ხელს ვერავინ შეუძლის. კალაძე ამბობს, რომ ადგილობრივებთან არა ერთი კონსულტაციაა გამართული ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანაზე:

„ეს არის გარკვეული დაჯგუფება, არასამთავრობო ორგანიზაციის სახელით “მწვანე ალტერნატივა”, ვინც აბუნტებს იქ გარკვეულ ადამიანებს და შეჰყავთ შეცდომაში. იძლევიან არასწორ ინფორმაციას, თითქოს ეს ელექტროგადამცემი ხაზები არის დამაზიანებელი, თან მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ხაზები დაშორებულია მოსახლეობიდან, დაახლოებით, 100-150 მეტრით, არის ერთი კონკრეტული მონაკვეთ, სადაც 40 მეტრია დაშორება, ანუ ყველანაირ სტანდარტში ჯდება. ასე რომ, ვერავინ ვერ შეაჩერებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ თათარიშვილის მამა – არ მაქვს სასამართლოს იმედი
შემდეგი სტატიასაგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში