მწერალმა პირდაპირ ეთერში გაიგო, რომ მთელი მისი წიგნი შეცდომაზეა აგებული

ამერიკელი ფემინისტი და მწერალი ნაომი ვულფი, რომელმაც გასულ კვირას გამოაქვეყნა წიგნი ვიქტორიანულ ეპოქაში გეების დევნის შესახებ, იძულებული გახდა პირდაპირ ეთერში ეღიარებინა, რომ მისი წიგნის მთავარი ნაწილი სინამდვილეს არ შეესაბამება. წიგნს ქვია “დევნა: სექსი, ცენზურა და სიყვარულის კრიმინალიზაცია” და ის ბრიტანეთში დაიბეჭდა. ვულფი წერს, რომ ვიქტორიანულ ეპოქაში გეებს უბრალოდ სიკვდილით სჯიდნენ. მან თავისი არგუმენტი ააგო ლონდონის ცენტრალური სასამართლოს არქივებზე, რომელიც ცნობილია, როგორც Old Bailey.

არქივებში მან აღმოაჩინა, რომ ბევრი სასამართლო საქმე, სადაც განაჩენი იყო “ჩაწერილი სიკვდილი” (death recorded). ამ სიტყვების მწერალისებური ინტერპრეტაცია იყო სიკვდილით დასჯის შესახებ განაჩენი.

“ბიბისის” პირდაპირ რადიოეთერში, წამყვანმა მას უთხრა, რომ იმ დროს ეს ფრაზა სრულიად სხვას ნიშნავდა, კერძოდ კი, იმას, რომ განსასჯელს დიდი შანსი ჰქონდა შეეწყალებინათ. ნაომი ვულფი, როგორც აღმოჩნდა, არც ეჭვობდა, რომ მე-19 საუკუნის შემდეგ ენა ასე შეიცვლებოდა.

ამის შემდეგ, “ბიბისის” წამყვანი შეეხო წიგნის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს, მოზარდ ტომას სილვერს, რომელიც, ავტორის ინფორმაციით, ბიჭთან ჰომოსექსუალური ურთიერთობის გამო სიკვდილით დასაჯეს. წამყვანმა თქვა, რომ სინამდვილეში სილვერი ციხეში მხოლოდ ორი წელი იჯდა და შემდეგ ის გაანთავისუფლეს. გადაცემის წამყვანმა, ასევე, თქვა, რომ ნაომი ვულფის მტკიცების საწინააღმდეგოდ, არ არსებობს იმის არც ერთი მტკიცებულება, რომ ვიქტორიანულ ეპოქაში ათობით გეია მოკლული.

ბრიტანეთში გეებს დეკრიმინალიზაციამდე, 1967 წლამდე აპატიმრებდნენ. ამავე დროს, არა ლესბოსელებს, თითქოსდა, დედოფალ ვიქტორიას ვერ წარმოედგინა, რომ ქალებს ერთნაირსქესიანი სიყვარული შეუძლიათ.

ვოლფმა პირველი პოპულარობა 1980-იან წლებში მოიპოვა. მაშინ მან დაწერა წიგნი “მითი სილამაზეზე: სტერეოტიპები ქალების წინააღმდეგ”. მისი შემდგომი წიგნი იყო “ვაგინა: ქალის სექსუალურობის ახალი ისტორია”.
ის, როგორც ჟურნალისტი, სტატიებს აქვეყნებს ისეთ გამოცემებში, როგორიცაა The Nation, Guardian, Huffington Post და New Republic.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი გაცილებით უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან
შემდეგი სტატიაივანიშვილისთვის ეს შავი დღეა ნამდვილად