მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას კლინიკაში ადასტურებენ. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, დოჩანაშვილი „ნიუჰოსპიტალში“ იყო მოთავსებული.

გურამ დოჩანაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1966 წლის 7 აპრილს გამოიცა მისი პირველი წიგნი „მთის გადაღმა“. 1961 წელს დოჩანაშვილის პირველი მოთხრობები დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკარში“.

1962-1975 წლებში გურამ დოჩანაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. ამ პერიოდში მწერალი მონაწილეობდა ქვის ხანის 30-მდე ძეგლის შესწავლაში.

1975-1985 წლებში ჟურნალ „მნათობის“ პროზის განყოფილების გამგე იყო, მწერალთა კავშირში ხელმძღვანელობდა პროზის სექციას. 1985 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მთავარ რედაქტორად მუშაობდა.

გურამ დოჩანაშვილის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებებია „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“.

banner
წინა სტატიაშიექსპერტთა ჯგუფი გელათის სამონასტრო კომპლექსის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს შეისწავლის
შემდეგი სტატია“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” (ყოფილი EMC) ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანეს ღიად ქალთმოძულე, დამამცირებელ განცხადებებს და გადაწყვეტილებებს ეხმიანება