მწარე სიმართლე პრემიერისგან, ანუ როგორ ვთქვათ უარი „უშრომელ შემოსავლზე“

მეც, თქვენც და, ზოგადად, ყველამ, გასაკურებით, 1990 წლამდე დაბადებულებმა კარგდ ვიცით, რომ ადრე თუ ადამიანი მუშაობდა,  მინიმუმ, ცუდ ტონად ითვლებოდა. დღეს კი, ყველა მესამე თუ არა, მეორე უმუშევრობაზე მოსთქვამს, წუწუნებს და ამას ისე აკეთებს, თითქოს ამაში საამაყოა რამე.

მოკლედ, ასობით, ათასობით და ასი ათასობით ადამიანები ხელსაც არ ანძრევს იმ იმედით, რომ თვის ბოლოს სახელმწიფო კომუნალურებს დაუფარავს და ასევე, სოცდახმარებიდან 60 ლრი მაინც დარჩება. გასაგებია, რომ საბჭოთა კასირთან ერთად, ფაბრიკა-ქარნებიც დაინგრა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქუჩაში დარჩა. ისიც გასაგებია, რომ კაპიტალიზმს ანუ თავისუფალ ბაზარს თავისი პრინციპები აქვს და არც იმაზე შეიძლება თვალის დახუჭვა, რომ ზოგიერთ პროფესიას ყავლი გაუვიდა, მაგრამ მოდით, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვთქვათ: თუ ადამიანს უნდა, ისეთ სამუშაოს მაინც იშოვის, რომ ვიღაცის, ამ შემთხვევაში, სახელმწიფოს ხელებში შემყურე არ იყოს, მაგრამ მოდით, პირდაპირ ვთქვათ: ჩვენ ხომ რაღაცნაირად „შემოდგომის აზნაურები“ ვართ, საკუთარ სამშობლოში მეეზოვედაც არ ვიმუშავებთ, სამაგეიროდ, უცხოეშთი წავალთ და მოხუცს მოვუვლით. გასაგებია, რომ ინფლაციაა და მეეზოვეობაში აღებული 600 ლარი, შეიძლება, არაფერია, მაგრამ უცხოეთში ყოფნას აქაური 600 ლარი არ სჯობია?  რა თქმა უნდა, ჯობია, მაგრამ თუ არც მეეზოვეობა გვინდა და არც – უცხოეთში წასვლა, მაშინ აგერ, აქ არ არის „მეწველი  ძროხა“, სახელმწიფო, რომელიც სოცდაუცველთა სიაში შეგვიყვანს?
ზოგადად, სოცდაუცველების დახმარება მუდმივად მხოლოდ სკანდალების კი არა, პოლიტიკური პოპულიზმის თემაც არის ხოლმე, თუმცა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს ტაბუც გადალახა და 22 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე შიშველი სიმართლე თქვა – სოცდახმარების შემყურე ხალხი უსაქმურობას მიეჩვია და გაზარმაცდაო.
მაქვს იდეა და ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და ჩვენ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ მანკიერი სისტემა გაჯანსაღებული ახალი სისტემით. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი საქმის, სამუშაო ადგილები პროგრამა და ჩვენ ნაცვლად სოციალური დახმარებისა, უნდა შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს, შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები და ასეთი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათიათასობითმოგეხსენებათ, რომ არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ტენდენციები არის შემაშფოთებელი, ვთქვათ პირდაპირ, რომ რეალურად ჩვენ არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილი, იმის შიშით, რომ მას შემდეგ სახელმწიფომ არ მოუხსნას სოციალური დახმარება. არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს, რა თქმა უნდა, არის კატასტროფა, შემაშფოთებელი და ჩვენ, როგორც ხელისუფლებამ, უნდა გადავდგათ გაბედული და ქმედითი ნაბიჯები, – თქვა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომადეზე და დასძინა, ორი-სამი სამუშაო ადგილიც შეუძლიათ, რომ მათ პარალელურად იშოვონ და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში. იყიდონ ტელევიზორი, მაცივარი, სახლებიც გაარემონტონ და ასე შემდეგ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა”.

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ეს ინიციატივა შეიძლება, ზოგს არ მოეწონა. ზოგსაც სიმართლე მწარედ მოხვდა, მაგრამ ტკბილ ტყულილს მწარე სიმართე ჯობია. დიახ, მეც, თქვენც და ზოგადად, ყველა გაზარმაცებულები ვართ და უშრომელი შემოსავალი გვირჩევია. არადა, გვავიწყდება, რომ ადამიანი შრომამ შექმნა, თანაც ვინც შრომობს, ის ჭამს. ასე რომ, ხელი გავანძრიოთ და მხოლოდ სიღარიბეს კი არ დავძლევთ, არამედ, წარმატებულ ქვეყანასაც ავაშენებთ!

ავტორი: ბერდია კალანდია

 

წინა სტატიაშითბილისის მერიის მიერ მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება
შემდეგი სტატიატიკარაძე – საქართველოსნაირი ქვეყანა მსოფლიოში არსად არ არის, განსაკუთრებული ვართ უვადო მწვანე პასპორტით და ეს ყველაფერი გამომდინარეობს ალბათ ჩვენი გენეტიკიდან