მწამს, რომ გიორგი მარგველაშვილი პრინციპულ საკითხებზე პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელოვნად გააძლიერებს

მგონია, რომ ყველაფერი დალაგდება, – ამის შესახებ პრეზიდენტის მისამართით კრიტიკის ბოლოს, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გია ვოლსკიმ განაცხადა. “არ ჩამითვალოთ, აქ იმიტომ ვდგავარ, რომ მხოლოდ კრიტიკა გავაჟღერო ჩვენს ურთიერთობებზე. მგონია, რომ ყველაფერი დალაგდება. მწამს, რომ მას (პრეზიდენტს) ვითარების ღრმა ანალიზის უნარი გააჩნია და მნიშვნელოვნად გააძლიერებს პრეზიდენტის ინსტიტუტის ფუნქციას პრინციპულ საკითხებზე – ეროვნული თანხმობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელი ჯანსაღი პოლიტიკური ატმოსფეროს გასაძლიერებლად. ფარავდეს უფალი პრეზიდენტს, მის ოჯახს, მთავრობას, მხედრობას და სრულიად საქართველოს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“შარშანდელი გამოსვლა ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს დავამთხვიე”- პრეზიდენტის პასუხი სანიკიძეს
შემდეგი სტატია,,მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ იმ ჯგუფებს, რომელსაც განსაკუთრებით სერიოზული დარტყმა მიაყენა ლარის დევალვაციამ”