მტრედი არმანდო აუქციონზე 1,25 მილიონ ევროდ გაიყიდა

მტრედი, რომლის სახელია არმანდო, ბელგიის აუქციონზე 1,25 მილიონ ევროდ გაიყიდა. აუქციონის სახლმა “პიპა” არმანდოს ბელგიაში გრძელი დისტანციის მტრედებში საუკეთესო უწოდა. მისი ზედმეტსახელი, “ფორმულა-1”-ის მრბოლელის პატივსაცემად, “მტრედებს შორის ლუის ჰემელტონია”.
აუქციონზე მტრედის ღირებულების ადრინდელი რეკორდი 376 ათასი ევრო იყო.

ჩემპიონი-მტრედი, რომელსაც 5 წელი შეუსრულდა, რბოლებში არ მიიღებს მონაწილეობას, ის დამსახურებული დასვენებით ტკბება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიავსტრიის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოუწოდა ტრამპის დაკრულზე არ იცეკვოს
შემდეგი სტატიაფრანგმა მინისტრმა თავის კატას “ბრექსიტი” უწოდა