მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მონიშვნები დაიხაზა

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩიდან იუსტიციის სახლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გამყოფი ხაზები, საგზაო მონიშვნები და ქვეითთა გადასასვლელები დაიხაზა. სამუშაოები შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ აწარმოა.

საგზაო მონიშვნები ასფალტზე მაღალი ხარისხის თერმო და ცივი პლასტით დაიტანეს. თერმო და ცივი პლასტები მდგრადი საღებავებია, რომლებიც ასფალტზე მინიმუმ სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

სამუშაოებს კომპანიის ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა.

საგზაო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარი დაიხარჯა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უნივერსიტეტისა და ვაჟა-ფშაველას მეტროსადგურები არ მუშაობს
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის 527 ახალი შემთხვევა გამოვლინდა