მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გარკვეული მონაკვეთი გადაიკეტება

თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახური ქალაქის მასშტაბით საავტომობილო გზების კაპიტალურ შეკეთებას აწარმოებს. საცობების თავიდან აცილების მიზნით საგზაო სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობს.

17 აპრილის ჩათვლით, ღამით მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიიდან თამარ მეფის ხიდის პანდუსამდე გადაიკეტება.

ამ პერიოდის განმავლობაში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული გზით.

ვირუსის ბლოკატორები