მტკვარზე სამძებრო მოქმედებები დილიდან განახლდა

გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, რუსთავში, მდინარე მტკვარში სამართალდამცავებმა საძიებო სამუშაოები დილიდან განაახლეს. უკვე მეხუთე დღეა, სამართალდამცავები სპეციალური ტექნიკით, აკვალანგისტებისა და მაშველების დახმარებით, მდინარეში სამძებრო სამუშაოებს ატარებენ.

არსებული ინფორმაციით, გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში, სამართალდამცავები რუსთავში, მდინარე მტკვარში იარაღთან ერთად ტანსაცმელსაც ეძებენ.საუბარია ტანსაცმელზე, რომელიც მკვლელს, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენისას ეცვა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მკვლელობის შემდეგ ბოროტმოქმედმა კვალის დაფარვის მიზნით დანაშაულის იარაღი და სხვა ნივთმტკიცებები, მათ შორის ტანსაცმელი, მტკვარში გადაყარა.

banner
წინა სტატიაშიგროზნოს მერი საქართველოში ვიზიტისას ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა – “კომერსანტის”
შემდეგი სტატია,,მე ქვა ვესროლე უსამართლობის კერას” – ბექა წიქარიშვილი