მტკვარში სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდება – ღონისძიებები გენერლის მკვლელობის საქმეს უკავშირდება

რუსთავში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, სამძებრო სამუშაოები დღეს განახლდება. გავრცელებული ცნობით, ღონისძიების დროს ნივთმტკიცებებს ეძებდნენ, რომელიც გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების საქმეს უკავშირდება.

არ არის გამორიცხული, ახალი მოწმის ჩვენების საფუძველზე გამოძიება მტკვრის სანაპიროზე იმ იარაღს ეძებდეს, რომელმაც გენერალი ქუთათელაძე იმსხვერპლა. ტერიტორიაზე 3 დღის განმავლობაში მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი პოლიციის მაღალჩინოსნები.

შსს-ში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რა სახის ნივთმტკიცებას ეძებდნენ. მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ სამძებრო ღონისძიებები გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეს უკავშირდება. სამძებრო სამუშაოები შაბათს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშითომას ბახი საქართველოში მთის კურორტების განვითარების პერსპექტივებით დაინტერესდა
შემდეგი სტატიააჭარაში წითელას რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა