მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ,რომ ეს იმ ახალგაზრდის, გიორგი შამუგიას ცხედარია, რომელიც გასულ კვირას ავარიის შედეგად მეგობრებთან ერთად მანქანით მტკვარში გადავარდა და დაიღუპა. მაშველებმა ცხედარი მდინარიდან უკვე ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, 14 მაისს, თბილისში მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრავ „ფორდის” მარკის ავტომობილს, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც „ფორდი“ მდინარე მტკვარში გადავარდა. სამაშველო სამსახურმა ოთხი პირიდან ერთი პირი მდინარიდან კონტაქტურ მდგომარეობაში ამოიყვანეს, მოგვიანებით კი ორი გარდაცვლილის ცხედარი ამოიყვანეს. მეოთხეს ამ დრომდე ეძებდნენ.

banner
წინა სტატიაშიგეგელიას თქმით, თავდამსხმელი ჯერ ტელეფონით უღებდა, შემდეგ ჰკითხა, იყო თუ არა ნამდვილად პოლიტიკოსი, რის შემდეგაც თავს დაესხა
შემდეგი სტატიაუკრაინული დაზვერვის ინფორმაციით: შესაძლოა შავი ზღვის აკვატორიიდანაც მოხდეს წყალქვეშა-წყალზედა ხომალდებიდან კალიბრის ტიპის ფრთოსანი რაკეტების გაშვება