მტკვარმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა

ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა წუხელ მტკვარმა ქალაქ რუსთავში. გარდაცვლილი 21 წლის გიორგი ძაბახიძეა. მისი ცხედარი მდინარეში მეთევზეებმა შენიშნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.
მეზობლები და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ, რადგან გარდაცვლილს ფეხები შეკრული ჰქონდა. ასევე განიხილება მკვლელობის ვერსიაც.
შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექპსერტიზა. უწყებაში გამოძიების სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ვვარაუდობ, რომ მე და სანიკიძე სხვადასხვა ფლანგიდან გავაგრძელებთ ქვეყნის სამსახურს
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუნძა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს