“მტკიცედ ვუჭერთ მხარს, საქართველოს მისწრაფებას ნატოს წევრობისადმი“ – მაიკ პენსი

“მტკიცედ ვუჭერთ მხარს, საქართველოს მისწრაფებას ნატო წევრობისადმი,“ – ეს განცხადება მაიკ პენსმა გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ, ნატოსთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე გააკეთა.

„როგორც პრეზიდენტმა, მანამდე გააჟღერა და მე ასევე ჩემი ტურნეს ფარგლებში ხაზს ვუსვამ კიდევ ერთხელ, ამერიკა იმოქმედებს იმის საფუძველზე, რასაც აცხადებს. საქართველოს რაც შეეხება, მტკიცედ ვუჭერთ მხარს, საქართველოს მისწრაფებას ნატო წევრობისადმი,” – განაცხადა მაიკ პენსმა.

პენსის თქმით, აქტიური მუშაობა გაგრძელდება, პრემიერთან და საქართველოს მთავრობასთან, რათა გაფართოვდეს და გაძლიერდეს საქართველოს ნატოსთან დაახლოება გაძლიერდეს.

„ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს პროგრესს,“ – აღნიშნა პენსმა.

პენსის თქმით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული სამხედრო ტექნიკის განლაგებასაც შეეხო.

„ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, გავაგრძელებთ თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს განმტკიცებას საქართველოში და ვეცდებით, რომ ძალღონე არ დავიშუროთ, რათა მივაღწიოთ მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღგდგენას,“ – განაცხადა მაიკ პენმა.

banner
წინა სტატიაშიმაიკ პენსი – რუსეთის ქმედებებს ვუპირისპირებთ ჩემს ვიზიტსა და პრეზიდენტის მყარ პოზიციას
შემდეგი სტატიაპესკოვი: მსგავსი თანამშრომლობა ჩვენთვის პრობლემური ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ამას მოჰყვება გარკვეული ალიანსების გაფართოება