2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის გასვლას დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება. უწყება ამბობს, რომ მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“15 წლის წინ რუსეთის ჯარები შეიჭრნენ საქართველოში, რითაც მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესია ახალ ფაზაში გადავიდა. დანია გმობს რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას”, – წერია განცხადებაში.