“მტკიცედ ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ ფორმას” – გიორგი მარგველაშვილი ვესტმისტერის თავდასხმას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლონდონში მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. პრეზიდენტის თქმით საქართველო მტკიცედ გმობს ტერორიზმის ნებისმიერ ფორმას:
“შეძრწუნებული ვარ ვესტმისტერის სასახლესთან მომხდარი ტერორისტული ინციდენტის გამო. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ ფორმას და თანადგომას ვუცხადებთ გაერთიანებულ სამეფოს”, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარე უშიშროების საბჭოს სხდომას არ დაესწრება