მთვარის ზედაპირზე ყინულის სახით წყალი აღმოაჩინეს

ასტრონომებმა მთვარის პოლუსებზე წყლის არსებობა საბოლოოდ დაადასტურეს. ყინული კრატერების ჩრდილში იპოვეს, სადაც მზის სხივი არ ხვდება. აღმოჩენა გააკეთეს ჰარვარდის უნივერსიტეტის, ბრაუნის უნივერსიტეტისა და “ნასას” კვლევითი ცენტრის მკვლევარებმა. მეცნიერების თქმით, მიწის თანამგზავრზე წყლის რაოდენობა განსხვავდება მზის სისტემაში არსებული სხვა ობიექტებისგან, სადაც ადრე წყალი იყო ნაპოვნი. ამას მთვარის ფორმირებისა და მასზე მიმდინარე პროცესების უნიკალურობა განაპირობებს.
მეცნიერები თვლიან, რომ აღმოჩენა მთვარის სამომავლო ათვისებისთვის მნიშვნელოვანია.
“ნასას” ინფორმაციით, მთვარეზე ყინული არათანაბრად არის განლაგებული. მზით განათებული მთვარის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა +123 გრადუს C-ია, მაგრამ იმ ადგილებზე, სადაც მზე ვერ ხვდება, ტემპერატურა – 153 გრადუს C-სს აღწევს. მეცნიერებს ჯერჯერობით, არ უნახავთ ყინული საკუთარი თვალით. აპარატი М3 შუქის სპექტრის ანალიზს აკეთებს.
ასტრონომები მთვარეზე წყლის აღმოჩენას თითქმის ყოველ წელს აანონსებენ – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიარგენტინაში რუსეთის საელჩოში ნაპოვნი კოკაინი გაანადგურეს
შემდეგი სტატიასირიაში 63 ათასი რუსი ჯარისკაცი იბრძოდა