მთის კურორტების განვითარების კომპანიამ საბაგიროს მწარმოებელს ექსპერტების გამოგზავნის თხოვნით მიმართა

ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე გუდაურში დამონტაჟებული საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“ დაუკავშირდა.

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, გუდაურის საბაგიროს ავარიული გაჩერების მიზეზის დასადგენად კომპანიამ ექსპერტები უნდა გამოგზავნოს.

„ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად მათ გამოგზავნონ ექსპერტები“, – ნათქვამია განცხადებაში.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე, პირველადი ინფორმაციით, საბაგირო ავარიულად გაჩერდა და უკუსვლით ამოძრავდა, რის შედეგადაც, წინასწარი მონაცემებით, 10 მოქალაქე დაშავდა.

banner
წინა სტატიაშისაპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია რეზოლუციის საერთო ტექსტზე შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიაგუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად ორსული ქალი დაშავდა – დაშავებული შვედეთის მოქალაქეა