მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სამხედრო მოქმედებებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა.

„ჩვენ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. ამ რეგიონში კარგი ურთიერთობები გვაქვს. შევეცდებით ეს შევაჩეროთ“, – განაცხადა ტრამპმა.

თეთრი სახლის ლიდერი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირებას პრესკონფერენციის დროს გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს დილიდან დაიძაბა. სომხეთი და აზერბაიჯანი სიტუაციის ესკალაციაში და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ორივე მხარეს არიან დაღუპულები და დაჭრილები.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი თავდადებისათვის 13 არტილერისტი ვახტანგ გორგასლის ორდენით დააჯილდოვა