ბაქოს სამხედრო სასამართლომ აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით დამნაშავედ ცნო მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილი “მთავრობის მეთაური” რუბენ ვარდანიანი. მას 20 – წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ბრალდების მხარე ვარდანიანისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვდა.
ვარდანიანი სომხური წარმოშობის მილიარდერი და მოსკოვის ერთ-ერთი პირველი საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელია. ვარდანიანმა 2022 წელს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი თქვა და მთიან ყარაბაღში გადავიდა, სადაც 2023 წლის თებერვლამდე ე.წ. მთავრობის მეთაურის თანამდებობას იკავებდა.

















