მთიანი ყარაბაღის განცხადებით, აზერბაიჯანის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია

როგორც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებმა აცხადებს, აზერბაიჯანის ქალაქ განჯის სამხედრო აეროპორტი განადგურებულია.

„განჯის სამხედრო აეროპორტი გაქრა“, – განაცხადა მთიანი ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტის პრესმდივანმა, ვაგრამ პოღოსიანმა.

თავად ყარაბაღის ე.წ. პრეზიდენტი არაიკ ჰარუთუნიანი აზერბაიჯანის მოქალაქეებს მიმართავს, დატოვონ ის ქალაქები, სადაც სამხედრო ობიექტებია განთავსებული.

ქალაქ განჯის მიმართულებით ყარაბაღის მხრიდან ცეცხლის გახსნის ფაქტს ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ადასტურებს აზერბაიჯანის საზოგადოებრივი მაუწყებელიც.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ 450-მდე ჯარისკაცი, 100-ზე მეტი ჯავშანტექნიკა, 10 უპილოტო თვითმფრინავი, სამი თვითმფრინავი, ერთი ვერტმფრენი და სამი „სმერჩის“ სადგური დაკარგა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაგარდაცვლილი 2 პაციენტიდან ერთ-ერთი 90 წლის მამაკაცია