მთიანი ყარაბაღის არმიამ აზერბაიჯანელების თვითმფრინავი ჩამოაგდო – საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარული ზავის მიუხედავად, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს გორანბოის, ტერტერისა და აღდამის რეგიონები დაბომბეს.

ამასთან, აზერბაიჯანის საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა დღეს ტოვუზის რაიონში 2, აღდამის რაიონში კი 1 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. ვიდეოს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესმდივანი, შუშანა სტეპანიანი კი, საკუთარ Twitter-ზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ მთიანი ყარაბაღის არმიამ აზერბაიჯანელების ერთი თვითმფრინავი Su-25 ჩამოაგდეს.

მისი თქმით, აზერბაიჯანის არმიას საბრძოლო მოქმედებებში თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს.

აზერბაიჯანული საჰაერო ძალები Su-25 საბრძოლო თვითმფრინავით ოპერირებენ, მათ თურქეთი F-16 საბრძოლო თვითმფრინავებით ეხმარება, – წერს სტეპანიანი.

შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სამხედრო შეტაკებებისას 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაიბომბა დასახლებული პუნქტები. 

10 ოქტომბერს მხარეები ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა, საბრძოლო მოქმედებები დღემდე გრძელდება.

banner
წინა სტატიაში“ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თამარ ბელქანიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა
შემდეგი სტატიაიმერეთში გარყვნილი ქმედების ბრალდებით 72 წლის მამაკაცი დააკავეს