სომხეთის ხელისუფლება მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობის შესახებ განახლებულ მონაცემებს ავრცელებს.
სომხეთის მთავრობის ცნობით, 29 სექტემბრის მონაცემებით მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 84 770 იძულებით გადაადგილებული პირი ჩავიდა.
რაც შეეხება აზერბაიჯანულ მხარეს, ბაქოში აცხადებენ რომ სომხები, რომლებიც მასობრივად ტოვებენ მთიან ყარაბაღს, ამას საკუთარი არჩევანით აკეთებენ და წასულებს შეუძლიათ დაბრუნდნენ.