მთიანი ღარაბაღის აზერბაიჯანთან შეხების ხაზის მთელ პერიმეტრზე ძლიერი შეტაკებები მიმდინარეობს

მთიანი ღარაბაღის აზერბაიჯანთან შეხების ხაზის მთელ პერიმეტრზე ძლიერი შეტაკებები მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ  ჩრდილოეთ-აღმოსავლურ მიმართულებაზე ცეცხლსასროლი სისტემა „TOC-1A“ გამოიყენა.

აზერბაიჯანული სამხედროების მიერ სისტემა „TOC-1A“ გამოყენების შედეგად სომხურ მხარეს რაიმე დანაკარგი არ აქვს.

ამავე მიმართულებით მოწინააღმდეგემ საბრძოლო უპილოტო საფრენი აპარატები აამოქმედა. აზერბაიჯანის კუთვნილი უპილოტო საფრენი აპარატები ასევე სამხრეთ–აღმოსავლური მიმართულებით ცდილობენ საბრძოლო მისიის შესრულებას.

4 აპრილს, მთიანი ღარაბაღის თავდაცვის არმიის ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფმა მოწინააღმდეგის 3 საბრძოლო უპილოტო საფრენი მოწყობილობა გაანადგურა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინტერვიუ Caspian Energy-თან
შემდეგი სტატიაზვიად ძიძიგური: უმრავლესობის არსებობა პარლამენტში ისევ გრძელდება, ამას რაიმე საფრთხე არ ემუქრება